ზარების განაწილება, IVR და ჩანაწერები — საკუთარ ტელეფონიაზე
სრული ქოლცენტრი FreeSWITCH-ზე: შემომავალი და გამავალი ზარები, რიგები, უნარებზე დაფუძნებული განაწილება, IVR-ის მრავალდონიანი მენიუ და ყველა საუბრის ჩანაწერი. მედია-ნაკადს ამუშავებს ჩვენივე Go სერვისი, ე.ი. ხარისხზე და დაყოვნებაზე კონტროლი ჩვენ გვაქვს, არა მესამე მხარეს. რიგი იცის, რომელი ოპერატორი რომელ ენაზე ან პროდუქტზე მუშაობს და ზარს პირველ თავისუფალ კომპეტენტურ ადამიანთან აგზავნის — არა უბრალოდ პირველთან, ვინც თავისუფალია. მოლოდინში მყოფი აბონენტი ისმენს თავის ადგილს რიგში და შეუძლია ხმის დატოვება ან უკუზარის მოთხოვნა, თუ ლოდინი გაგრძელდა.
Whizio · ფასები · დემოს მოთხოვნა